პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ძალაში რჩება პოლიტიკური დაპირება, რომ ჯერჯერობით პარლამენტი რჩება ქუთაისში, ვიდრე ქალაქი სხვა ფუნქციას არ შეიძენს

22.06.17 14:55


ამოღებულია ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფლის თაობაზე, თუმცა, ძალაში რჩება პოლიტიკური დაპირება, რომ ჯერჯერობით რჩება პარლამენტი ქუთაისში, ვიდრე ქალაქი სხვა ფუნქციას არ შეიძენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„ამასთან დაკავშირებით იყო ფართო დისკუსია. როგორც მოგეხსენებათ, ამოღებულია ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე, თუმცა ძალაში რჩება პოლიტიკური დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით რჩება პარლამენტი ქუთაისში, ვიდრე ქალაქი არ შეიძენს სხვა ფუნქციას და სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ის რეგულაცია, რომელიც დღეს არის ასახული ქვეყნის ძირითად კანონში“, - აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის განცხადებით, მას სურდა, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა არის საქართველოს დედაქალაქი. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები