მსოფლიო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

22.06.17 17:45


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტი ქიამრან მახმუდოვი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო “ტურანს“ ადვოკატმა ჯავიდ რზაზადემ აცნობა.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უთხრეს, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ადვოკატის თქმით, მახმუდოვი ამჟამად გაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიიყვანეს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები