პოლიტიკა

საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

22.06.17 19:05


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით, პარლამენტს უკვე მიმართა.

საია კანონპროექტით გათვალისწინებულ არაერთ რეგულაციას დადებითად აფასებს. თუმცა, ორგანიზაციის მოსაზრებით არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში დიდია რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ვერ იქნეს სრულად უზრუნველყოფილი.

საია-ს მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილების სრულად გავრცელება ყველა დამსაქმებელზე, მის ხელთ არსებული ბერკეტების ნათლად გაწერა კანონის თანახმად, საწარმოთა შემოწმებისას სასამართლოს ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათავისუფლება, სანქციის გამოყენების მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების ვალდებულების ცალსახა დადგენა, კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა და სხვა.


საია-ს მოსაზრებები სრულად ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებას, ევროპის საბჭოს დირექტივას დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნის სპეციალური ღონისძიებების დანერგვის შესახებ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების - გერმანიის, ჰოლანდიისა და პოლონეთის გამოცდილებას ამ სფეროში.

საია იმედს იტოვებს, რომ წარდგენილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროქტის ავტორის/ინიციატორის და პარლამენტის მხრიდან.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები