საზოგადოება
26.06.17 20:30
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, მოპედები კვადროციკლები და ა.შ.) იმპორტი და მიწოდება, შესაძლოა, ჩათვლის უფლების გარეშე, დღგ-ისგან გათავისუფლდეს.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტრის წევრების - კახა კუჭავასა და მამუკა მდინარაძის მიერ არის ინიცირებული.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, კანონის მიღების მიზეზია ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოსახლეობის მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობა და დასახლებულ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირება.
მათი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, როგორიცაა მოტოციკლები, მოპედები, კვადროციკლები და ა.შ. იმპორტის ხარჯზე ხდება. ამასთან, ეს სატრანსპორტო საშუალებები არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს როგორც საწვავის ხარჯით, ასევე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით.
ყოველივე ეს საქართველოში განაპირობებს ავტოსატრანსპორტო სექტორიდან სათბური და სხვა სახიფათო აირების მაღალ გაფრქვევას.
“ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები და ა.შ. საფრთხეს უქმნიან როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას, აუარესებენ ქალაქებში საცხოვრებელ პირობებს და ასუსტებენ ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას.
ელექტრო ძრავის მქონე ზემოხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები საწვავზე მომუშავე ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით: არ საჭიროებენ ძვირად ღირებულ საწვავს, ახასიათებთ ვიბრაციისა და ხმაურის დაბალი დონე და მათი დატენვა ძალიან მარტივია (პირდაპირ საყოფაცხოვრებო ჩამრთველიდან).
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი კომფორტის უზრუნველყოფასთან ერთად, ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განაპირობებენ მოსახლეობის მოთხოვნას ელექტრო მოტოციკლებსა და სკუტერებზე. ამდენად, ქვეყანაში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული ელექტრო ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მოტოციკლების (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლების და ა.შ. ექსპლუატაციის წახალისებას“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24