საზოგადოება
27.06.17 15:15
საქართველოს მასშტაბით 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. როგორც ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟი ივლისის ბოლოდან დაიწყება და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. თავდაპირველად ე.წ. ჭკვიანი კამერების განთავსება დიდ ქალაქებში, შემდგომ კი ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმმა აჩვენა, რომ აღნიშნულ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება.
”ეს არის სტაციონარული კამერები. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ვართ, კამერების ტესტირება დასრულებულია. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კამერებს ჭკვიანს ხდის შეძენილი გვაქვს. ივლისის ბოლოდან დაიწყება ამ კამერების მონტაჟი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ავტობანზე. ახლა დამონტაჟებულია სატესტო, რომელსაც დავაკვირდით და რეალურად, ამ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება. დასამალი არ არის, რომ მძღოლები მოშვებული არიან და ამ კამერებს დიდად ყურადღებას არ აქცევენ. ყველა კამერასთან განთავსდება ამოსაცნობი ნიშანი და ეს ნიშანი იქნება მაჩვენებელი, რომ ამ კამერის რეალურ დროში კონტროლი მიმდინარეობს პოლიციის მიერ. ახლა ჯარიმების დაფიქსირება ხდება ხელით. ამ კამერების შემთვევაში კამერა მანქანის დანახვისთანავე აფიქსირებს ვინ არის ავტომობილის მესაკუთრე და ა.შ. თუ დაარღვია, რა დააღვია, ავტომატურად ეს დაკავშირებულია სხვა პროგრამასთან, რითაც იწერება ოქმი. ადამიანის როლი გამორიცხულია.
ივლისიდან დაიწყება ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. თავდაპირველად განთავსება დიდ ქალაქებში, შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ასეთი კამერები. საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი არის 3000 -მდე ასეთი კამერის დამონტაჟება”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ე.წ. ჭკვიანი კამერების უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება.
”დღეს ჩვენი თანამშრომლები სხედან და აჯარიმებენ მოქალაქეებს, დარღვევებს ხელით აფიქსირებენ, ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ისეთი ეფექტურიც არ არის. ჭკვიანი კამერა დააფიქსირებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებას არა მხოლოდ კამერასთან, არამედ, კამერასა და კამერას შორისაც. მოქალაქე, რომელიც კამერასთან შეანელებს მოძრაობას და შემდეგ მოუმატებს, ეს კამერები, მაინც დაითვლიან”, - განმარტა შალვა ხუციშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24