საზოგადოება

თბილისის მეტრო დიდ დიღომს დაუკავშირდება

27.06.17 21:45


თბილისის მერია მეტროსადგურ "დიდუბის" მიწისზედა სადგურის დიდ დიღომთან დაკავშირებას გეგმავს, განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ.

მისი თქმით, მეტროს ახალი სადგურიც მიწისზედა იქნება.

ამასთან მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის იგეგმება აღნიშნული პროექტის რეალიზება.

თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილ სსრკ-ში რიგით მეოთხე გახდა, მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის მეტროების შემდეგ. დღეს თბილისის მეტრო 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განთავსებული. ხაზების სიგრძე 56,3 კილომეტრს შეადგენს.

მეტროს ახალი, 23-ე სადგური "უნივერსიტეტი" პირველ მგზავრებს მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები