საზოგადოება
28.06.17 21:05
SOLO და Eastern Promotions, 16 და 17 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტებს მართავს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, SOLO და კომპანია Eastern Promotions ქართველ მელომანებს კიდევ ერთ შანსს აძლევს ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის კონცერტს 17 სექტემბერსაც დაესწრონ.
”17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.
16 სექტემბერს, ლეგენდარული მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი 25 ივნისს, ონლაინ, დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა. დაპირებისამებრ, 29 ივნისს დილის 09:00 საათიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს - ”Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - ”Wonderful Crazy Night“.
რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.
250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.
1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა.
1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში. 1992 წელს, მან „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24