საზოგადოება

მოპედის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის ჯარიმა დაწესდება

28.06.17 21:40


საქართველოს პარლამენტი შეუდგა შესწორებების განხილვას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

საქართველოს შსს-მ, რომელმაც შესწორებები მოამზადა, წარმოადგინა წინადადება, რომ დაწესდეს ჯარიმა მოპედის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 150 ლარის, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ — 300 ლარის ოდენობით. შესწორებებს იხილავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. მოქმედი კანონმდებლობით, სხვა სატრანსპორტო საშუალებების ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვა მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს. მოპედის მართვა კი საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ შორის — არასრულწლოვანს. ამისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები