საზოგადოება

ილიას უნივერსიტეტი შანხაის უნივერსიტეტების ახალ რეიტინგში შევიდა

29.06.17 14:55


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შანჰაის უნივერსიტეტების Global Ranking of Academic Subjects-ის (ARWU) რეიტინგში შევიდა.

რანჟირება სხვადასხვა საგნების მიხედვით მოხდა, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკურ მეცნიერებების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების ჩათვლით.

ილიას უნივერსიტეტი ფიზიკის ჯგუფში 401-500 მოხვდა. კვლევაში 4 ათასზე მეტი უნივერსიტეტი შეფასდა. რეიტინგის ფინალურ ნაწილში 1409 უნივერსიტეტი შევიდა, მათ შორის, 12 სასწავლებელი რუსეთიდან. ასევე წარმოდგენილი იყო ესტონეთის, ლიტვის, უკრაინისა და ბელარუსის უნივერსიტეტები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები