საზოგადოება

„სუხიშვილები“ ახალი პროგრამით Black Sea Arena-ზე წარდგება

29.06.17 15:55


საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში კონცერტს 15 ივლისს გამართავს.

ლეგენდარული ანსამბლი ტრადიციულ ნომრებთან ერთად, მაყურებელს ახალი პროგრამიდან „ცეკვა ქართული“ რამდენიმე ცეკვას წარმოუდგენს. „ჩვენ პირველად გამოვდივართ Black Sea Arena-ზე. ექსკლუზივს შევთავაზებთ მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ჩვენთვის საიუბილეო წელია, ვმუშაობთ სრულიად ახალ პროგრამაზე. ეს იქნება ექსკლუზივი. თუმცა, იქნება რამდენიმე ცეკვა და არა სრულიად პროგრამა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა. კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის თქმით, ერთ-ერთი ახალი ნომერია ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე „რქაწითელი“ დადგმული ცეკვა „თამაში“. ცეკვა „ოტობაია“ სცენაზე პირველად იქნება ნაჩვენები.

„სუხიშვილების“ კონცერტი ანსამბლის დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.

ამ საღამოს ანსამბლი ქართველ მაყურებელს 2018 წლის გაზაფხულამდე დაემშვიდობება.

კონცერტის ბილეთები 28 ივნისიდან გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena-ზე „სუხიშვილების“ გამოსვლით ქართული კონცერტების ციკლი იხსნება. განთქმული კოლექტივის შემდეგ საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართება ნინო ქათამაძის, ქეთი მელუას კონცერტები და ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები