საზოგადოება
29.06.17 18:10
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ამჟამად დამწვრობის ცენტრში მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს.
გუგა ქაშიბაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შარშანდელისგან განსხვავებით, რუჯის მოყვარულებს შორის წელს მამაკაცები ჭარბობენ. მისი თქმით, პაციენტებმა, რომლებმაც მზის სხივებით მიღებული სხეულის დამწვრობა მიიღეს, ძირითადად, თბილისელები არიან. თუმცა ქაშიბაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რეალური სტატისტიკა არ არის.
„ივნისში სხეულის დამწვრობით 68 პაციენტმა მოგვმართა. მათ შორის უმრავლესობა მამაკაცია.
პაციენტთა ასაკი 14-დან 60 წლამდე მერყეობს. ყველაზე პატარა 14 წლის გოგონაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 60 წლის ქალბატონი. ამჟამად კლინიკაში 5 პაციენტი მკურნალობს და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ პაციენტებს 1-ლი-მე-2 ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული და სამწუხაროდ, სხეულის მთლიანი ზედაპირის დამწვრობა მიიღეს. მინდა ავღნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები რეალური სიტუაციისგან განსხვავებულია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მზის სხივებით დამწვარი პაციენტები კლინიკას არ მიმართავენ და თვითმკურნალობას ეწევიან“, – აცხადება გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებს, რომ 12:00-დან 16:00 საათამდე მზეს მოერიდონ. ამასთანავე, ქაშიბაძე აცხადებს, რომ მზის დამცავი საცხის გარეშე გარუჯვა დაუშვებელია. ქაშიბაძე იმ პირებსაც მიმართავს, რომლებმაც სხეულის დამწვრობა მიიღეს, მაგრამ კლინიკას არ მიმართეს.
„დაუშვებელია 12-დან 16 საათამდე, მზის სხივების მიღება. მზის სხივები სახიფათოა, როდესაც ადამიანის ჩრდილი მოკლდება. ნებისმიერ აფთიაქში იყიდება მზის დამცავი საცხი და სხვათა შორის, სხვადასხვა ხარისხის. განსაკუთრებით, იმ პირებს მინდა მივმართო, რომლებიც კლინიკამდეც არ მიდიან და თვითმკურნალობას ეწევიან, მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ტკივილგამაყუჩებელი, სხეულზე კი დამწვრობის საწინააღმდეგო საცხი, ლოსიონი ან გელი უნდა წაისვან. ესეც, რა თქმა უნდა, აფთიაქებში დევს და სხვადასხვა ფასისა და სხვადასხვა ხარისხისაა. ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, უმჯობესია რუჯი თანმიმდევრულად მივიღოთ და არა ერთბაშად. გარდა ამისა, არ შეიძლება, დამწვარი სხეულით, მეორე დღეს, ისევ მზეს „გავუწვეთ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მზეს დღის საათებში ბავშვები და მოხუცები მოერიდონ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24