საზოგადოება

ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

29.06.17 20:00


ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა, აღნიშნული შუამდგომლობა სასამრთლოს წინაშე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა. ადვოკატის თქმით, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ის ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის აგენტობაზე მიუთითებს.

”ირაკლი ფირცახალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას როგორც აგენტს და პროვოკატორს არაერთ საქმეში მიუღია მონაწილება.

ჩვენს საქმესაც პროვოკაციის სუნი ასდის ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან პროვოკაციული იყო ის აუდიოჩანაწერი, რომელიც განახორციელა ირაკლი მამალაძემ მამა გიორგისთან. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე რომ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხოს მოწმის სახით, სასმართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება როგორც დაცვის მოწმე. მისი დაკითხვა მოხდება მას შემდეგ რაც ბრალდბეის მხარე ამოწურავს ბრალდების შუამდგომლობების განხილვის პროცესს”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურას არ სურდა ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა. ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა საქმეს არსებითად ვერაფერს მისცემდა, თუმცა სასამართლომ ჩვენი პოზიცია გაიზიარა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები