საზოგადოება

მლეთა-სეთურების მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

13.06.16 16:25


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ81-კმ85 (მლეთა-სეთურები) მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 13 ივნისის დილის 08:00 სთ- დან საღამოს 19:00 სთ-მდე მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობითვე, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები