პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას -  ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!

01.05.24 13:26


თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ პირველ ხაზში, რომლებიც იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით და ა.შ. - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აქციაზე ყოველ ჯერზე იყო მოწოდებები პიკეტირებაზე, რაც კანონით აკრძალულია.

 

მან ოპოზიციას მოუწოდა, თუ ევროპა სურთ, კანონს დაემორჩილონ, რადგან პაპუაშვილის თქმით, ევროპა არის სწორედ კანონმორჩილება.

 

„ყველამ ვნახეთ კადრები, რაც მოხდა. იქნება გამოძიება, ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ კადრებიც ვნახეთ. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, როდესაც აქცია იყო თქვენი პოლიტიკოსების მხრიდან, გადაიზარდა ძალადობაში, ყოველ ჯერზე იყო მოწოდებები პიკეტირებაზე, რაც კანონით აკრძალულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ გსურთ რაიმეს გაპროტესტება, გააპროტესტეთ, პიკეტირება, პოლიციაზე ძალადობა, პოლიციის შეურაცხყოფა, ქვების სროლა, რაც გუშინ ვიხილეთ და ეს დღეები ვხედავთ, ზუსტად თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ მერე პირველ ხაზში, რომლებიც იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით და ა.შ. ამიტომ, ევროპა თუ გინდათ, ევროპა არის კანონმორჩილება. დაემორჩილეთ კანონს“,- მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები