საზოგადოება

ქეთი მელუა კონცერტს საქართველოში 23 ივლისს გამართავს

30.06.17 17:15


მსოფლიოში ცნობილი ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა შეკვეთილში Black Sea Arena-ს სცენაზე სოლო კონცერტით 23 ივლისს გამოვა.

მომღერლის კონცერტი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო არენაზე პოპულარიზებას ემსახურება.

"ზაფხულის დღესასწაული" — ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.

ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი: Tim Harries — ბას გიტარა, Mark Edwards — კლავიში, Simon Lea — დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer — გიტარა.

სპეციალური მოწვევით — გორის ქალთა კამერული გუნდი.


Black Sea Arena-ს სცენაზე მელუას გამოსვლამდე, 15 ივლისს ახალი პროგრამით გამოვა ანსამბლი "სუხიშვილები". ქეთი მელუას შემდეგ კი დაგეგმილია: 15 აგვისტოს — ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო, 21 აგვისტოს — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, 26 აგვისტოს — გორან ბრეგოვიჩი, 16-17 სექტემბერს — ელტონ ჯონი.

ქეთი მელუა რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.

ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები