საზოგადოება

ბათუმში, ავარიის დროს დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

30.06.17 17:40


ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონა დღეს დილით გარდაიცვალა.

შემთხვევა 21 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 23 წლის გოგონა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა მძიმე ტრავმებით იყო მოთავსებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსტპოროტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები