მსოფლიო

მოსკოვს ქარიშხალმა გადაუარა

01.07.17 15:00


მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში კოკისპირული წვიმა ძლიერი ქარით და სეტყვით მოვიდა, იუწყება РИА Новости.

მოსკოვის ოლქის დმიტროვსკის რაიონში მეხის დაცემით მამაკაცი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, მოსკოვში ძლიერი წვიმის გამო სამედიცინო დაწესებულებას ერთმა ადამიანმა მიმართა. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, მას სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ელჭექმა 4 ათასი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა.
ძლიერი ქარის გამო, სადგურ „ბელოკამენნაიას“ რკინიგზის ხაზზე ელექტროსადენს ხე დაეცა.

სერვის „იანდექსის“ მონაცემებით, მოსკოვის აეროპორტებში 40 ავიარეისი გადაიდო, სამი გაუქმდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, დედაქალაქში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი (წამში 15-20 მეტრის სიჩქარით). ასეთი ამინდი 1 ივლისამდე შენარჩუნდება. მოსახლეობას ურჩევენ გამოიჩინონ სიფრთხილე, სარეკლამო ბანერებს და ძველ შენობებს გვერდი აუარონ, და გამოდარებას, შესაძლებლობისდაგვარად, შენობაში დაელოდონ.

პარასკევს, „მოსვოდოსტოკის“ 370 ბრიგადაზე მეტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. ეს არის 1100-ზე მეტი თანამშრომელი და 293 ერთეული ტექნიკა.

როგორც ხუთშაბათს ამინდის ცენტრ „ფობოსში“ აცხადებდნენ, ძლიერმა ტროპიკულმა კოკისპირულმა წვიმამ, რომელიც მოსკოვში პარასკევს მოვიდა, ზოგიერთი მაჩვენებლით 50 წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდს შეიძლება გადააჭარბოს და მოსკოველებს ძველი აღთქმიდან მსოფლიო წარღვნის შესახებ სტრიქონები გაახსენოს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები