საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო თასზე ბრინჯაო მოიპოვეს

13.06.16 17:30


საქართველოს ნაკრებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს გუნდურ თასზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, აღნიშნულია ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვებგვერდზე.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა მოჭიდავეებმა ამერიკელები დაამარცხეს. შეხვედრა ანგარიშით 4:4 დასრულდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაო სწორედ ქართველებს ერგოთ.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ), ბექა ლომთაძე (-61 კგ), დავით მარსაგიშვილი (-86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (-125 კგ).

ტურნირის გამარჯვებული, ზედიზედ მეხუთედ, ირანის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 5:3 დაამარცხა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები