საზოგადოება

ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

03.07.17 22:35


ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მაშველებმა ცხედარი დილის 09:00 საათზე შენიშნეს.

ამ დროისთვის, ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველები დაღუპულის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მიმდინარეობს გამოძიება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები