საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

04.07.17 15:05


„საქართველოს რკინიგზა“ „სამტრედია II“ -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია.

„საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ალერგიული სიმპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს.

მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს.

სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მოწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტროს და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება ზაფხულში- ივლისისა და აგვისტოს პერიოდში, რაც დაკავშირებულია სავარაუდოდ მცენარეების ყვავილობასთან.

სპეციალისტთა დასკვნით რადიაციული ფონი არ არსებობს. ამასთანავე შეგახსენებთ რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს ყველა თანამშრომელი,მათ საშუალება აქვთ სამტრედიაშივე მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები.

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში” დასაქმებულთა სამუშაო პირობებს; გაცნობებთ, რომ ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში, მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომელიც აღჭურვილია გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით რაც მემანქანეს სჭირდება. პერსონალს დაურიგდა სპეც ტანსაცმლი. ხოლო ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა მუშაკებს, ვისაც უშუალოდ გარეთ უწევთ სამუშაოების შესრულება, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეეცვალათ მუშაობის გრაფიკი“,- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „საქართველოს რკინიგზა“ მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ქალაქ სამტრედიაში მიმდინარე პროცესებს და სრულად ფლობს ინფორმაციას თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს და ითხოვს, რკინიგზაში დასაქმებული პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყოს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები