საზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფასიანი ხდება?

04.07.17 18:10


ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ფასიანი გახდება და ერთი გამოძახების საფასური 50 ლარი იქნება.

ახალი რეგულაცია კი არჩევნების დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და აღშფოთება მოჰყვა.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს", — განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ აყვნენ მსგავსი სახის განცხადებებს და სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები