ეკონომიკა
13.06.16 18:55
ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს წარუდგენს პრეზენტაციას, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
როგორც გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, დიმიტრი ქუმსიშვილთან ბიზნესასოციაციის წევრები შეხვედრებს ხშირად მართავენ.
„ჩვენი სურვილი იყო ამ შეხვედრის ორგანიზება. ძირითადი მიზანი იყო, რომ ეკონომიკის მინისტრმა გაგვაცნოს პირველი კვარტლისა და თითქმის დასრულებული მეორე კვარტლის ეკონომიკური შედეგები. ვიცით, რომ საკმაოდ საინტერესო ციფრები არსებობს. ასევე გვინდა, ვიცე-პრემიერთან სხვადასხვა საკითხები და თემები გავიაროთ, რაც ბიზნესში არსებობს“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ და დასძინა, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
მისივე თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილს მომზადებული აქვს პრეზენტაცია, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მეორე კვარტალთან დაკავშირებულ პროგნოზებს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომლებიც უკავშირდება იმ რეფორმებს, რაც ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივითაა დაწყებული ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სურათს გააცნობს, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ბიზნესმენები უმთავრესად ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობთ იმ დადებით ტენდენციებს, რაც ჩვენს ეკონომიკაში შეიმჩნევა. ეს აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებაში და ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრთან მათ დაუგროვდათ გარკვეული შეკითხვები, რაც არის ბუნებრივი მოვლენა, რადგან ბიზნესის წრეში ყოველთვის გროვდება გარკვეული საკითხები და ბიზნესმენები აპირებენ, რომ ეს შეხვედრა გამოიყენონ ამ კითხვების დასასმელად.
სოსო ფხაკაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრთან ძალიან საინტერესო და ეფექტური დისკუსია გაიმართება.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ეს სასამართლო თემებს უკავშირდება, როდესაც იხილება ბიზნესის საკითხები, ასევე ინტელექტუალოურ საკუთრებასთან დაკავშირებულ თემებს, საგადასახადო რეფორმას.
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 739
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24