ეკონომიკა
07.07.17 23:35
საქართველოს ხელისუფლება შავ ზღვაში ნავთობის მოძიებასა და მოპოვებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებს, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.
ამჟამად შავი ზღვის რუმინეთისა და ყირიმის შელფზე ბუნებრივი აირი მოიპოვება, საქართველოში კი ეს პოტენციალი გამოყენებული არ არის.
იგეგმება ღია საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება საქართველოს ე.წ. შავი ზღვის ბლოკებზე, დააზუსტა მან.
"საქართველოს მთელი ტერიტორია, შავი ზღვის შელფის ჩათვლით, დაყოფილია სალიცენზიო ბლოკებად, უბნებად. ესაა სხვადასხვა პარამეტრების ტერიტორიები. თითოეულ ბლოკზე ნახშირწყალბადების, ანუ ნავთობისა და გაზის მოძიებასა და მოპოვებაზე ცალკე ტენდერი ცხადდება. ტენდერის გამარჯვებული იღებს მოძიების ექსკლუზიურ უფლებას და, ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემთხვევაში — მოპოვების უფლებას", — აღნიშნა ტატიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ტენდერის გამოცხადებას აპირებს ინვესტორების მოზიდვისთვის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ნახშირწყალბადების მოძიებასა და მოპოვებაში ფინანსებს ჩადებენ. საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში ინვესტორი სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე მოპოვებულ ნახშირწყალბადებს გაუყოფს.
ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანიის Anadarko მონაცემებით, რომელმაც 2000-2009 წლებში დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში არის დაახლოებით 140 მლნ ტონა ნავთობის მოპოვების პერსპექტიული რესურსები.
"ესაა შეფასებული რესურსები ორ კონკრეტულ უბანზე, მაგრამ იქ არის ღრმაწყლოვანი უბნებიც, სადაც რესურსები შეფასებული არ არის", — აღნიშნა ტატიშვილმა.
საქართველოს ნავთობის პოტენციალი ტატიშვილი დარწმუნებულია, რომ ნავთობის მოძიება და მოპოვება საქართველოში პერსპექტიული დარგია.
"წარმატებული დაზვერვითი სამუშაოების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი საბადოების აღმოჩენა. ნავთობი, რომელიც დღეს საქართველოში მოიპოვება, 1970-იან წლებში აღმოაჩინეს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 40 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვება, ნაწილი ექსპორტზე გადის, ნაწილი კი ადგილზე მუშავდება", — განაცხადა ტატიშვილმა.
საქართველოს აქვს ნავთობისა და გაზის როგორც მარაგი, ისე მოპოვების რესურსები, აღნიშნა მან.
"აქ ძალზე მნიშვნელოვანია ტერმინოლოგია. არის ნახშირწყალბადების მარაგები, არის რესურსები. მარაგებს თავისი კატეგორიები აქვს — ესაა მარაგები, რომლებიც მოიპოვება, ასევე — რომლებიც არ მოიპოვება. რაც შეეხება რესურსებს, ესაა ნახშირწყალბადების დაახლოებითი რაოდენობა, რომლებიც, შესაძლოა, წიაღშია", — განმარტა ტატიშვილმა.
2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე პერსპექტიული რესურსებია 168 მლნ ტონა ნავთობი.
რაც შეეხება მარაგებს, სააგენტოს ხელმძღვანელმა თავი შეიკავა ამ მონაცემების გამჟღავნებისგან, რადგან ამაზე კერძო კომპანიებს უკვე ლიცენზია აქვთ აღებული და ეს შეიძლება კომერციული საიდუმლო იყოს.
შედარებისთვის: ამჟამად აზერბაიჯანში ნახშირწყალბადების მარაგები ნავთობის ეკვივალენტში 4 550 მლნ ტონას შეადგენს, ხოლო პროგნოზირებადი ნახშირწყალბადების მარაგების მოცულობა ნავთობის ეკვივალენტში — 5 450 მლნ ტონას.
საქართველო წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 2,5 მლრდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს და დაახლოებით 1,2 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებს. ნახშირწყალბადების იმპორტირება ძირითადად ხდება აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24