ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტი შესრულებულია

08.07.17 15:55


სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა 2017 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 4, 664 მლრდ ლარი შეადგინა, რითაც ბიუჯეტი 106,4%-ით შესრულდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტში 4,283 მლრდ დოლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 105,1%-ით შესრულდა.

მინისტრის თქმით, კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 4,748 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14,2%ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, და რითაც წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტი 105,4%-ით შესრულდა.

წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნირებამ 5,315 მლრდ ლარი შეადგინა, რითაც ექვსი თვის გეგმა 95%-ით, ხოლო წლიური გეგმა 46%-ით შესრულდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ასიგნირების რაოდენობა 13,4%-ით (629,8 მლნ ლარი) გაიზარდა.

ამასთან, მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების ასიგნირება 27,7 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო კონსოლიდირებული ბიუჯეტიდან — 36 მლნ ლარით.

ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნირებამ წლის პირველ ნახევარში 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 64%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, და რითაც მიმდინარე წლის ბიუჯეტი 46,3%-ით შესრულდა.

მინიტრმა განმარტა, რომ დადებითი მაჩვენებელი პირველ კვარტალში ექსპორტის მოცულობის 28,7%-ითა და სავაჭრო ბრუნვის 14,9%-ით ზრდამ განაპირობა.

გარდა ამისა, ეკონომიკურმა ზრდამ გავლენა მოახდინა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზეც და 13,4% შეადგინა.

ქუმსიშვილის თქმით, პირველ კვარტალში 4%-ით მოიმატა უცხოური ინვესტიციების რაოდენობამაც.

ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის დაჩქარების შედეგად, გასულ 6 თვეში კონსოლიდირებული ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯებისთვის 1,1 მლრდ ლარი გამოიყო, რაც 269,7 მლნ ლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები