ეკონომიკა

საქართველო Sea Breeze-ს სამხედრო მანევრებში მიიღებს მონაწილეობას

08.07.17 16:30


აშშ-სა და უკრაინის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები Sea Breeze შავ ზღვაზე 10-22 ივლისს ჩატარდება, ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (EUCOM) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო წვრთნებში მსოფლიოს 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის საქართველოცაა.

ეს ქვეყნები არიან: ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

Sea Breeze — ყოველწლიური სამხედრო წვრთნები, რომელიც 1997 წლიდან ტარდება შავ ზღვაზე უკრაინასა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში მიღწეული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები