ანალიტიკა

გურამ მარხულია: აზერბაიჯანელი გოგონას მკვლელობა - სომხური ტერორისტული აქტია

08.07.17 16:50


სომხური სამხედრო ქვედანაყოფების დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ერევნის მითითებებით მოქმედებენ აზერბაიჯანული სოფლების მშვიდობიან მაცხოვრებელთა მიმართ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ იმაში, რომ სომხური ტერორიზმი მთელი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის სერიოზულ საფრთხეს.

ამგვარი მოსაზრება გამოთქვა Day.Аz ინტერნეტ-გამოცემაში ქართველმა პოლიტოლოგმა, პროფესორმა გურამ მარხულიამ, რომელმაც მომხდარი შეაფასა ცეცხლდაშენის ხაზზე სომხური მხარის მიერ პროვოცირებულ ქმედებად.

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს დაახლოებით 20.40 სომხურმა საჯარისო ქვედანაყოფებმა ფიზულინის რაიონის სოფელ ალხანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს 82მმ და 120მმ კალიბრის ნაღმსატყორცნიდან, ასევე დაზგური ყუმბარმტყორცნიდან. სროლის შედეგად დაიღუპა სოფლის მცხოვრები, 1967 წელს დაბადებული ალახვერდიევა სახიბა იდრის გიზი და 2015 წელს დაბადებული გოგონა გულიევა ზახრა ელნურ გიზი, ხოლო 1965 წელს დაბადებული გულიევა სალმინაზ ილტიფატ გიზი დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევებისაგან და საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

ქართველი პოლიტოლოგის სიტყვებით, მსგავსი პროვოკაციებით ცეცხლის ხაზზე, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, სასომხეთის ხელმძღვანელობა ღიად გამოხატავს თავის მოუმზადებლობას აზერბაიჯანთან საგნობრივი მოლაპარაკების წარმოებაზე.

"სომხური მხარე მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპირებას, ხოლო ის, რომ მან ამ 20-ზე მეტი წელიწადის გასვლის შემდგომაც კი არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებები სომხური სამხედრო ქვედანაყოფების უპირობო გაყვანის შესახებ სხვისი კუთვნილი ტერიტორიებიდან, მხოლოდ დასტურია სასომხეთის ხელისუფლების აგრესიული და მიმწოლი პოლიტიკისა. რეგიონალური კონფლიქტის დაწყებისათანავე, სასომხეთმა მთელი როგორ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, რომელთა მსხვერპლნიც ხშირ შემთხვევაში ბავშვები იყვნენ. ბოლოდროინდელი შემთხვევის დროსაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა და ეს არის მორიგი საშინელი გამოვლინება სომხური ვანდალიზმისა, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვაცნობოთ მსოფლიო თანამეგობრობას. მედია საშუალებებში გამოქვეყნებულმა დასისხლიანებული აზერბაიჯანელი გოგონას სურათმა პირადად ჩემში უამრავი ემოცია გამოიწვია და არა მგონია აღშფოთებისა და პროტესტის გამოსახატად, სიტყვები კმაროდეს.

ამ ტრაგედიის განმახორციელებელი დამნაშავეები არ უნდა დარჩნენ დაუსჯელად, ამისათვის აზერბაიჯანს შეუძლია ყოველგვარ ხერხსა და საშუალებას მიმართოს, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების დაცვით. ამგვარი ქმედებებით, სომხური მხარე თავხედურად არღვევს 1949 წლის ჟენევის კონვენციას. - აღნიშნავს გურამ მარხულია.

ქართველმა ექსპერტმა ასევე გამოთქვა საკუთარი აზრი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებაზე აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგმა აღნიშნული დოკუმენტი შეაფასა, როგორც არასრული, ბუნდოვანი, კონკრეტულობას მოკლებული.

"საერთაშორისო შუამავალთა განცხადებაში, როგორც ყოველთვის, განთავსებულია ერთგვარი მოწოდება მხარეთა მიმართ, რათა შეწყვიტონ აგრესია და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

ცხადია, მოლაპარაკებებით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სავსებით ადეკვატური წინადადებაა და ამგვარ პოზიციას ინარჩუნებს აზერბაიჯანული მხარე. თუმცა, ამ „მშვიდობიან“ წინადადებასთან ერთდ, თანათავმჯდომარეებს კიდევ ერთი ფაქტი უნდა დაეზუსტებინათ:

კონფლიქტის რომელი მხარეა მსხვერპლი და რომელი-აგრესორი. დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, ამაზე სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. ეს ფაქტი უკვე მიუთითებს ორმაგი სტანდარტების არსებობაზე, რომლის დემონსტრირებასაც ახდენენ მოლაპარაკების პროცესის შუამავლები აზერბაიჯანთან მიმართებაში, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს აგრესიული ქმედებების მსხვერპლია. ვგონებ, ამგვარი განცხადებებით თანათავმჯდომარეები გამოხატავენ ფარულ დაინტერესებას იმაში, რომ სასომხეთი აიძულონ შეუდგეს სუბსტანციურ მოლაპარაკებას, რაც ხელს აძლევს ამ ქვეყნის მმართველ რეჟიმს. ის, რომ სასომხეთი ასე აგდებით ეკიდება საერთაშორისო სამართალს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მმართველ რეჟიმს შეუძლია ახალი და უფრო დიდი პროვოკაციული ქმედებები ჩაიდინოს. ამასთან, სასომხეთი დიდი რისკის ქვეშაა მიიღოს საპასუხო დარტყმა აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ყოველ მორიგ პროვოკაციაზე", - განაცხადა ბატონმა გურამ მარხულიამ და აქვე დასძინა, რომ ამ ნახევრად დანგრეული ქვეყნის რეჟიმმა დღემდე ვერ გამოიტანა დასკვნა გასული წლის აპრილში მომხდარი მოვლენებიდან, მას შემდეგ, რაც სასომხეთი ბრძოლის ველზეა.

მატანა ნასიბოვა

https://news.day.az/politics/912383.html



KavkazPlus

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები