ეკონომიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო: სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობაა აღმოჩენილი

08.07.17 17:25


სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სურსათს ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე, ოთხი სახის სუნელ-სანელებელში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.

ნიმუშების აღება მიმდინარეობს როგორც მსხვილი, ასევე მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან.

სულ ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში იყო აღებული და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაგზავნილი. უკვე გამოკვლეული 25 ნიმუშიდან ოთხში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მათ შორის, წითელ წიწაკასა და მშრალ აჯიკაში.


იქვე ხაზგასმულია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 9 სექტემბერს აშშ-ში საქართველოს საკონსულოდან ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება მიიღო, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე იყო საუბარი.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში“, — განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტო.

უწყება განაგრძობს სანელებლების ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგები პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები