ეკონომიკა

თეა წულუკიანი : საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ჩვენი რჩევა ან მონაწილეობა იქნება საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას

11.07.17 18:30


„თუ იუსტიციის სამინისტროს რჩევა და მონაწილეობა იქნება საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რაც მეორე მოსმენით არის მიღებული, მთლიანობაში, დადებითია. მისი თქმით, ვერცერთი კანონპროექტი იდეალური ვერ იქნება, თუმცა ამ ცვლილებით, გიგანტური ნაბიჯი იდგმება წინ.

„რაც შეეხება კონსტიტუციის დახვეწას, მის უფრო დემოკრატიულობას, ჩვენ მივიღებთ თვისობრივად უფრო მაღალი ხარისხის ტექსტს, ვიდრე აქამდე გვქონდა. სხვადასხვა შტოებს შორის ურთიერთობები იქნება გამიჯნული, დებულებები იქნება მკაფიო და არ გამოიწვევს შტოებს შორის რაიმე ტიპის დაძაბულობას ან კონფლიქტს. ადამიანის უფლებების თავი არის გაცილებით უფრო დახვეწილი, ვიდრე აქამდე იყო. რა თქმა უნდა, ვერცერთი კანონპროექტი იდეალური ვერ იქნება. ამ ტექსტს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზებიც. აუცილებელია თუ არა მისი დაბრუნება პარლამენტში მეორე მოსმენაზე, ეს მე არ ვიცი, პარლამენტი გადაწყვეტს, მაგრამ თუ იუსტიციის სამინისტროს რჩევა და მონაწილეობა იქნება საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას”,-განაცხადა “საზოგადოებრივთან” მინისტრმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები