საზოგადოება

პატრიარქის ნათლული კიდევ 600 ბავშვი გახდება

12.07.17 15:30


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 13 ივლისს მორიგ, 49-ე მასობრივ საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ამჯერად ილია მეორე დაახლოებით 600 ბავშვის ნათლია გახდება.


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს. ამ ინიციატივის მიზანია — ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვილების პირველი საყოველთაო ნათლობა სამებაში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

დღეისათვის ილია მეორეს 32 400-ზე მეტი ნათლული ჰყავს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები