საზოგადოება

ელ-ქუვეითი-თბილისი: ქუვეითის ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა

12.07.17 18:45


ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანიამ Kuwait Wataniya Airways-მა ელ-ქუვეით — თბილისი — ელ-ქუვეითის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას შეუდგა.

კომპანიის პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:03 საათზე დაეშვა, განაცხადეს აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში.

Kuwait Wataniya Airways-ი რეგულარული რეისების შესრულებას 29 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. ფრენები Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ჰომალდებით კვირაში სამჯერ განხორცილედება — ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს.


საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ქუვეითიდან.

2016 წელს საქართველოს 5200 ქუვეითის მოქალაქე ეწვია, მეტი უცხოელი ეწვია, რაც 72%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. 2016 წელს საქართველოს სულ 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში — დაახლოებით 3 მილიონი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები