საზოგადოება

განმუხურის ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

13.07.17 20:45


განმუხურში უბედური შემთხვევა მოხდა. გუშინ, გვიან ღამით 26 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო, იუწყება „sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და დაიღუპა.

გარდაცვლილი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

აღნიშნული ინფორმაცია „sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები