საზოგადოება

ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩოალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო

14.07.17 20:15


კახეთში, სოფელ გურჯაანში ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაცია „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. შემთხვევის დროს მას ექვსი წლის შვილიც თან ჰყავდა.


გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე იპოვეს, მამის ცხედარს კი ამ დომდე ეძებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტოს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები