საზოგადოება

ქობულეთში სომეხი ტურისტები გადაარჩინეს

21.07.17 15:55


მაშველებმა ქობულეთში ნაპირზე ორი სომეხი ტურისტი გამოიყვანეს, რომლებმაც ძლიერი ტალღების გამო ვერ შეძლეს გამოცურვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყალში ექვსი ტურისტია, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ოთხი მათგანი მაშველი იყო.


„ყველა სანაპირო პოსტზე წითელი ალმებია გამოფენილი, ეს ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გარდა ამისა, ყველა 135 მაშველი აფრთხილებს დამსვენებლებს – არ შევიდნენ ზღვაში“, — განაცხადეს უწყებაში.

სააგენტოს თანამშრომლის თქმით, მხოლოდ 20 ივლისს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 100-მდე ადამიანია გადარჩენილი. შტორმი ზღვაზე 5 ბალს აღწევს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები