02.05.24 13:50
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიოს ფორუმს დაესწრო. ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.
სამდღიან ფორუმს ესწრებოდნენ 110 ქვეყნის წარმომადგენლები – კულტურის მინისტრები, რელიგიური ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.
ფორუმის დისკუსია მიეძღვნა თემას – „დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის: თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი“.
პანელური დისკუსიის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა სიტყვით მიმართა 110 ქვეყნის წარმომადგენლებს, ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებსა და მსოფლიოს ქვეყნებთან მჭიდრო და მშვიდობიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
VI მსოფლიოს ფორუმის მიზანია კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა.
პანელურ დისკუსიებზე განიხილეს კულტურათაშორისი კომუნიკაციებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები, იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, კულტურული და ტურისტული მარშრუტების, რელიგიათაშორისი დიალოგის, კლიმატის ცვლილების, არალეგალური მიგრაციის შესახებ და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევის გზებზე.
„„ბაქოს პროცესი“, რომლის ფარგლებშიც კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიოს ფორუმი იმართება, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ 2008 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით დააფუძნა. „ბაქოს პროცესის“ წარმატება და ფასდაუდებელი როლი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის თვალსაზრისით არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებში. მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით ბაქოში მიმდინარე ფორუმი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშემწყობი ძირითადი გლობალური პლატფორმაა. ამასთანავე, იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს „ბაქოს პროცესს“ და მის ყველა წევრ სახელმწიფოსა და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1tv.ge
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24