საზოგადოება

MAN-ის ავტობუსები N14 და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

21.07.17 18:20


N14 და N21 მარშრუტებზე დღეიდან ლურჯი MAN-ის ავტობუსები მუშაობენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე მარშრუტი დიდ დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს.

N14 დიდ დიღომს, საბურთალოს გავლით, რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს. N21 დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში-წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზისხევიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ბაგებამდე გადაადგილდება.

ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88.

მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში, MAN-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები