საზოგადოება

„მგზავრები" 21 ივლისს მოსკოვში იმღერებენ

21.07.17 20:45


მოსკოვში 21 ივლისს თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „ვინზავოდის" ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ პოპულარული ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფი „მგზავრები" სოლო-კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

„მომხიბლავ ქართველ კოსმოპოლიტ Mgzavrebi-ს წარდგენა დიდი ხანია არ სჭირდებათ: მათ ექვსი ალბომი გამოუშვეს და მთელი რუსეთი გასტროლებით რამდენიმეჯერ შემოიარეს (კალინინგრადიდან ხაბაროვსკიდან და არხანგელსკიდან სოჭამდე) და ყველა მთავარ ფესტივალზე სასურველი სტუმრები არიან. Mgzavrebi-ს კონცერტი — საოცარი გულითადობა და ენობრივი, გეოგრაფიული, პოლიტიკური საზღვრების არარსებობაა", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

2016 წელს „მგზავრებმა" თავისი 10 წლის იუბილე ალბომ "იასამანით" აღნიშნეს, რომელიც რუსული iTunes-ის გაყიდვებში პირველ სამეულში აღმოჩნდა და მან მხოლოდ სტინგის და Enigma-ს ახალ რელიზებს დაუთმო.


როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, 2016 წლის ზაფხულში „მგზავრებმა" უკვე იმღერეს "ვინზავოდზე", სცენა თეთრი და წითელი ღვინის ყოფილ საამქროებს შორის აშენდა, შიდა ეზოში, ღია ცის ქვეშ, და მოედნის ატმოსფერო ჯგუფის გულშიჩამწვდომ სიმღერებს იდეალურად მოუხდა.

21 ივლისიდან „მგზავრები" ახალი ალბომით „იასამანი" და განახლებული პროგრამით „ვინზავოდზე" ბრუნდებიან.

ჯგუფი „მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია.

2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრებმა" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.

მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები