საზოგადოება

თბილისში პოლიციამ ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო

21.07.17 21:40


კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ორი ადამიანი დააკავეს, რომელთა ჩხრეკისას ამოღებულია 1,1 კილოგრამი ნარკოტიკი, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 205 შეკვრად დაფასოებული 188,432 გრამი,,ბიო" და 971,9 გრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ფხვნილის სახით) ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 260-ე მუხლით ("წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა"). ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


„ბიონარკოტიკი", იგივე „სპაისი" მოსაწევი სინთეტიკური ნარევია. ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა.

2014 წლიდან საქართველოს შსს-მ "ბიოსთან" ბრძოლის კამპანია დაიწყო სახელწოდებით "არა ბიონარკოტიკს". კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა და სპორტის სამინისტროები. კამპანიის მიზანია ახალგაზრდობის მაქსიმალური ინფორმირება ამ ნარკოტიკის მავნე შედეგების შესახებ.

2014 წლის 1 მაისიდან ფსიქოაქტიური ნივთიერების, ე.წ. "ბიოს" უკანონო დამზადება, წარმოება, შენახვა და გადაზიდვა სისხლის სამართლის დასჯადი დანაშაული გახდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები