საზოგადოება

აჭარაში უცხოელი ტურისტები გადაარჩინეს

25.07.17 19:35


საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აჭარაში სამი უცხოელი და ერთი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თავდაპირველად სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება ცოლ-ქმრის შესახებ. წყვილი მდინარე ჭოროხიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. არაბისა და კოლუმბიელის წყვილმა მდინარეში ბანაობა გადაწყვიტა, მაგრამ იქიდან ამოსვლა სწრაფი დინებისა და წყლის მაღალი დონის გამო ვეღარ მოახერხა. ისინი დახმარებას მდინარეში პატარა კუნძულზე დაელოდნენ.

გადაარჩინეს ასევე 18 წლის ტურისტი ყაზახეთიდან, რომელიც ზღვაში გონიოში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ორშაბათს ბათუმის გარეუბან მახინჯაურში ღამით. მოქალაქემ 1,5 კმ გაცურა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. იმ დროს ახლოს მაშველები პატრულირებდნენ. მათ მოქალაქე ნავზე აიყვანეს და ხმელეთზე გამოიყვანეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები