საზოგადოება

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერზე ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყდა

25.07.17 20:20


ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. შემდეგი სამძებრო ღონისძიებები უახლოეს დღეებში განისაზღვრება. 22 წლის ქართველი თავშესაფრის მაძიებელი გულფოსის ჩანჩქერზე გასულ ოთხშაბათს დაიკარგა.

სამძებრო ჯგუფებმა გამოიკვლიეს მდინარე ჰვიტას 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა გაუჩინარებული ახალგაზრდის კვალს ვერ მიაგნეს. სამძებრო და სამაშველო ასოციაციის წევრის ბიდარ არასონის თქმით, მდინარე რეგულარულად გაკონტროლდება სამაშველო ჯგუფების მიერ. ამასთანავე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მეთევზეები, საზაფხულო გემების მფლობელები და ფერმერები გააფრთხილეს, რომ ყურადღებით იყვნენ და რაიმე კვალის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს აცნობონ.

ნიკა ბეგაძე ქალაქ რუსთავიდანაა, გავრცელებული ინფორმაციით ის ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით იყო ჩასული, ვარაუდობენ, რომ დაკარგვის დღეს კი ის გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები