საზოგადოება

ზუგდიდში "ვივუსის" ოფისი გაძარცვეს

25.07.17 20:30


ზუგდიდში გუშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ვივუსის" ოფისი გაძარცვეს, შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებს Sputnik-საქართველოს საკუთარი კორესპონდენტი რეგიონში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოფისის გაძარცვის ფაქტი დილით აღმოჩინა ორგანიზაციის თანამშრომელმა.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ოფისიდან წაღებულია დაახლოებით 3 ათასი ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

შსს-ს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179 მუხლით (ყაჩაღობა), რაც თავისუფლების 11-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები