საზოგადოება

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

26.07.17 17:05


დღეს, ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა.

ტრადიციულად, ყოველ 26 ივლისს გიორგი სანაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები საბურთალოს სასაფლაოსთან შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, გიორგი სანაია 26 წლის ასაკში, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელმაც სასჯელი უკვე მოიხადა.

გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად. მას ცოლი და ერთი შვილი დარჩა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები