საზოგადოება

თბილისში სახლი ჩამოინგრა: ერთი დაიღუპა, სამი - დაშავდა

26.07.17 18:30


დიდუბის რაიონში, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის კედლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

მასმედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს დილით კედლის ჩამონგრევის შემდეგ მუშა ნანგრევებში აღმოჩნდა. როდესაც ის ამოიყვანეს, უგონოდ იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


მეორე მუშა, რომელიც ასევე ნანგრევებში აღმოჩნდა, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. დანარჩენები ნაკლებად დაშავდნენ. ისინიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან.

შემთხვევის ადგილზე დილიდან მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგები). დამნაშავეს თავისუფლების ხუთ წლამდე შეზღუდვა ან აღკვეთა ემუქრება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები