საზოგადოება

თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

26.07.17 18:55


თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ამასთან დაკავშირებით წლის პირველ ნახევარში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1%-ით გაიზარდა, აღნიშნულია ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" ვებ-გვერდზე.

კერძოდ, "თელასმა მოიხმარა 1420 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, უშუალოდ მომხმარებელმა — 1375 მლნ კვტ/სთ.

საქმე ისაა, რომ თბილისში ვითარდება საქალაქო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, იზრდება ახალი მომხმარებლის რაოდენობა. 2017 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, ზრდამ 4,2% შეადგინა.

გაიზარდა ასევე ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძეც. ეს უკავშირდება ახალი აბონენტების დამატებას, ასევე ელექტროქსელის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის კუთხით ჩატარებულ სამუშაოებს.

სააქციო საზოგადოება "თელასი" ერთერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს თბილისში ელექტროენერგიის განაწილებას და დაახლოებით 500 000 მომხმარებელს ემსახურება. 2003 წლის აგვისტოში "თელასი" შევიდა "ინტერ რაო"-ს შემადგენლობაში. "ინტერ რაო" ფლობს აქციების 75%, ხოლო დანარჩენ 25% სახელმწიფოს საკუთრებაშია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები