საზოგადოება

ოთარ კახიძე 500 ლარით დაჯარიმდა და 1 თვით იარაღის ტარება აეკრძალა

26.07.17 21:05


"ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტარი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, მოსამართლე ნინო ყანჩაშვილის გადაწყვეტილებით ოთარ კახიძეს იარაღის ტარება 1 თვის ვადით აეკრძალა.

ოთარ კახიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. როგორც კახიძემ მოსამართლეს განუმარტა, ის თავდაცვის მიზნით იარაღს "საკმაოდ ხშირად" ატარებს.

"2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ის მოუწოდებს ყველას, შეკრებისა და მანიფესტაციების ადგილზე იარაღის ტარებისგან თავი შეიკაონ.

ოთარ კახიძე 23 ივლისს "ევროპული საქართველოს" ორგანიზებულ აქციაზე იარაღით იმყოფებოდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები