საზოგადოება

წაღვერთან ახლოს ტყე იწვის - ცეცხლმა 6 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა

26.07.17 22:05


წაღვერთან ახლოს, არჯევანიძის შერეულ ტყეში ცეცხლს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ებრძვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

უწყების მონაცემებით, ცეცხლი 6 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

"ინფორმაციის შემოსვლის პირველივე წუთებიდან ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, დაიწყო ხანძრის ჩაქრობა. ასევე მობილიზებულია დამატებითი ძალები, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს ვადებში მოხდეს", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ხანძრის ჩაქრობაში შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენები ჩაერთონ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები