საზოგადოება

ხანძარი რუსთავი 2-ში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

27.07.17 14:15


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რ2-ის შენობაში ცეცხლი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო ბრიგადა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები