საზოგადოება

აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

27.07.17 15:40


თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამგორის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, მოხდება ძველი ასფალტის დემონტაჟი და ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება.

,,ეს გზა ძალიან დაზიანებული იყო და კეთდება კაპიტალურად. იგება ასფალტის ორი ფენა.

სამუშაოები ძირითადად, ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დღისით ხელი არ შევუშალოთ საგზაო მოძრაობას. ზაფხულის პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ გზის აღსადგენად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები