საზოგადოება

კახეთში მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

27.07.17 16:50


კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ნიცუბიშის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. რის შედეგადაც, 3 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი სხეულის დაზიანებებით ყვარლის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები