საზოგადოება

ხანძარი წაღვერთან ლოკალიზებულია

27.07.17 17:15


სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა არჯევნის ტყეში, წაღვერთან ახლოს ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ხანძარი ტყეში გუშინ დღისით გაჩნდა. ცეცხლმა დაახლოებით 5 ათასი ჰექტარი ფართობი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობაში 130-მდე მეხანძრე და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

"ამ დროისთვის უკვე ლოკალიზაცია გამოცხადდა. ახალი ცეცხლის წარმოქმნის საფრთხე უკვე აღარ არის. ჩვენი მაშველები მთელი ღამე ადგილზე იმყოფებოდნენ და თვალს ადევნებდნენ სიტუაციას, რომ ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილიყო", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მაშველები და მეხანძრეები ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე იქნებიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები