საზოგადოება

Black Sea Jazz Festival ბათუმში 27 ივლისს იწყება

27.07.17 19:15


ყოველწლიური მუსიკალური XI ფესტივალი Black Sea Jazz Festival 2017 (შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი) ბათუმში კლუბ Take Five-ში მუსიკოს Cory Henry & The Funk Apostles-ის კონცერტით გაიხსნება.

ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს და თავის მოედანზე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს შეკრებს. ჯაზ-მუსიკის შემსრულებლების გარდა, ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ ფანკის, ჯაზ-ფანკის, დისკო-როკის, პოპის, ჰიპ-ჰოპის, ტექნოს, რეივის, ალტერნატივისა და სხვა სტილის შემსრულებლები.

სხვადასხვა წლებში შავი ზღვის ფესტივალზე გამოსულან ლეგენდარული ქუინსი ჯონსი, ელექტრონული მუსიკის ბრიტანული ვარსკვლავები The Prodigy, კრის ბრაუნი, ლიზა სტენფილდი, R&B-ი, სოულ-მომღერალი Macy Gray, ამერიკელი შემსრულებლები Ms. Lauryn Hill და Jamie Cullum, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ბასტა რაიმსი, სნუპ დოგი და სხვები.


ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai ქართველი მსმენელის წინაშე 28 ივლისს საჩოგბურთო კორტების სცენაზე წარდგება. იმავე დღეს კლუბ Take Five-ში დაუკრავს ამერიკელი ტრომბონისტი Matthew Hartnett & The Gumbo All Stars.

მეორე დღეს, 29 ივლისს, კორტებზე ამერიკული ჰიპ-ჰოპ ტრიოს De La Soul-ის კონცერტი გაიმართება. ამავე დღეს კლუბ Take Five-ში დაგეგმილია მუსიკოსების Lou Berry-სა და Kordz & Giorgi Zagareli-ს გამოსვლა.

30 ივლისს ბათუმის საჩოგბურთო კლუბში ფესტივალის სტუმრები მოუსმენენ ინგლისელი მომღერლის Joss Stone-ის შემოქმედებას, ხოლო კლუბ Take Five-ში — MF Robots-ი წარდგება.

Black Sea Jazz Festival-ი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

მისი ორგანიზატორები არიან "თიბისი ბანკი" და კომპანია Eastern Promotions-ი.

დეტალური პროგრამა, ინფორმაცია ბილეთებისა და აბონემენტების შესახებ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები